Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, გვიან საღამოს, თბილისს ეწვია


დღეს, გვიან საღამოს, თბილისს ეწვია ევროპის კავშირის

დღეს, გვიან საღამოს, თბილისს ეწვია ევროპის კავშირის
დელეგაცია კავშირის მორიგე თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზუს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას შემადგენლობით. საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, სხვათა შორის, განაცხადა, რომ ევროპამ დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ერთპიროვნული აღიარება, და რომ ევროკავშირი ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს. სარკოზიმ დასძინა, რომ არავის სურს, ამ რეგიონიდან დაიწყოს ახალი “ცივი ომი” და მშვიდობა მიღწეულ უნდა იქნეს დიალოგის გზით. "საქართველოს დახმარებას განვაგრძობთ და გავმართავთ კონფერენციას, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური დახმარების შესახებ ვიმსჯელებთო", აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. ჟურნალისტის კითხვას, განთავსდებიან თუ არა უცხოელი მეთვალყურეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, ნიკოლა სარკოზიმ დადებითად უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრესკონფერენციაზე დამსწრეთ უჩვენა შეხვედრის მონაწილეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც დაგმობილია ყველა უკანონო ქმედება და აღნიშნულია აუცილებლობა, შესრულდეს ექვსპუნქტიანი შეთანხმების პირობები და ყველა ლტოლვილის უფლება, შინ დაბრუნდნენ.
XS
SM
MD
LG