Accessibility links

logo-print

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთისა


ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა იქნენ განთავსებული,

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა იქნენ განთავსებული,
განაცხადა დღეს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ხავიერ სოლანამ, რის შესახებაც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. სოლანას თქმით, ევროკავშირის მისია საქართველოში ყველგან უნდა განაწილდეს. ამ განცხადებით სოლანა გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ირგვლივ და არა ამ ტერიტორიებზე განლაგდებიან. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს,
ლავროვის თქმით, მათზე მუშაობას გააგრძელებენ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები იმ რაოდენობით, რამდენიც იყო მიმდინარე წლის 7 აგვისტომდე.
XS
SM
MD
LG