Accessibility links

გაერთიანებული ოპოზიცია შეიმუშავებს დოკუმენტს საქართველოში


გაერთიანებული ოპოზიცია შეიმუშავებს დოკუმენტს საქართველოში კრიზისის დაძლევის მიზნით.

გაერთიანებული ოპოზიცია შეიმუშავებს დოკუმენტს საქართველოში კრიზისის დაძლევის მიზნით.
როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია აქტიურ კონსულტაციებს დაიწყებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მისივე თქმით, დოკუმენტში რამდენიმე მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, მედიის თავისუფლება. კუკავა არ გამორიცხავს, რომ ამ მოთხოვნებს ,,მემარჯვენეების” ლიდერის, დავით გამყრელიძის ინიციატივაც დაემატოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ. დოკუმენტი სავარაუდოდ, მზად იქნება მომავალ კვირაში.
XS
SM
MD
LG