Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ


მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და არა საქართველომ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და არა საქართველომ.
გორში ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა აგრეთვე, რომ ”სრულ პასუხისმგებლობას” იღებს ყველაფერ იმაზე, რამაც ქვეყანა არსებულ სიტუაციამდე მიიყვანა. [სააკაშვილის ხმა] "მე გადავეცი საფრანგეთის პრეზიდენტს და სხვა დელეგაციებს უტყუარი დამადასტურებელი მასალები იმისა, რომ რუსეთმა პირველად განახორციელა ფართომსაშტაბიანი ინტერვენცია, თუმცა ყველაფერი, რასაც მანამდე რუსეთი აკეთებდა, ამის დამადასტურებელი იყო. მაგრამ ჩვენ კიდევ კაი ეს მასალები გვაქვს". საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ასევე ქართული ძალების მიერ გორის დატოვებას და განაცხადა, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რათა თავიდან აეცილებინა უზარმაზარი ”მსხვეპლი და ნგრევა”.
XS
SM
MD
LG