Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ვარშავასთან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ვარშავასთან
მოლაპარაკება გამართოს შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, რომლის ნაწილიც პოლონეთის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.
ლავროვი ამ განცხადებით პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. მისი თქმით, ამგვარი კონსულტაციების გამართვის წინადადებით პოლონეთის ლიდერები გამოვიდნენ - და ახლა მოსკოვი კონკრეტულ ნაბიჯებს დაელოდება. ლავროვმა იქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ამ სისტემის წინააღმდეგია, და განაცხადა, რომ მოსკოვს ”არ გამორჩება ის რისკები, რომლებიც მის საზღვრებთან შეერთებული შტატების სტრატეგიული ძალების მიახლოვების შედეგად ჩნდება.”

ვაშინგტონი პოლონეთში 10 გადამტაცი რაკეტის, ჩეხეთში კი სარადარო სისტემის განთავსებას გეგმავს. შეერთებული შტატების განცხადებით, ანტი-სარაკეტო სისტემა განკუთვნილია პოტენციური საფრთხისთვის, რომელიც შესაძლოა მაგალითად ირანისგან წამოვიდეს - და ის რუსეთს არ უკავშირდება.
XS
SM
MD
LG