Accessibility links

logo-print

დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს


დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის

დე-ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის
სამხედრო ბაზების განლაგების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. დღესვე სოჭში, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ,,ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიის არცერთი კვადრატული მეტრი არ სჭირდება, თუმცა, არც საკუთარს, მათ შორის გალის რაიონს და კოდორის ხეობას დათმობს. დე-ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთი რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს, დსთ-ის და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობის განაცხადებს წარადგენს. დე-ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ასოცირებულ წევრობას აფხაზეთი არ აპირებს.
XS
SM
MD
LG