Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი


ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი სოჭში მიმდინარე ფორუმს ესწრება.

ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი, ედუარდ კოკოითი სოჭში მიმდინარე ფორუმს ესწრება.
დღეს რამდენიმე სააგენტომ გაავრცელა მისი სიტყვები, რომ სამხრეთ ოსეთი აპირებს ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გზით რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდეს. გავრცელდა მისი ციტატა ”მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვენ რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებით.” მოგვიანებით კი კოკოითიმ სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ მას არასწორად გაუგეს, რადგან ის სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობაზე უარის თქმას და რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG