Accessibility links

logo-print

საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი უკრაინის პოზიციაა


საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი უკრაინის პოზიციაა ერთ-ერთი მთავარი გარემოება,

საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი უკრაინის პოზიციაა ერთ-ერთი მთავარი გარემოება,
რომლის გამოც მოსკოვი კიევს არამეგობრულ პოლიტიკაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, თუმცა, კიევი არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებით სისხლისღვრაზე გარკვეულწილად პასუხისმგებელი უკრაინაცაა. ამავე განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს შავი ზღვის ფლოტის საქმიანობის შეფერხების და ნატოსკენ უკრაინის სწრაფვის გამო და აცხადებს, რომ კიევის პოლიტიკა მოსკოვთან ურთიერთობის გაუარესებას იწვევს.
XS
SM
MD
LG