Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი რუსული ტუ-160 მარკის გრძელი


ორი რუსული ტუ-160 მარკის გრძელი მანძილის სტრატეგიული ბომბდამშენი ვენესუელაში დაეშვა.

ორი რუსული ტუ-160 მარკის გრძელი მანძილის სტრატეგიული ბომბდამშენი ვენესუელაში დაეშვა.
ცივი ომის შემდეგ, ამგვარი ფრენა დასავლეთის ჰემისფეროში პირველად განხორციელდა. რუსეთის ოფიციალური პირების განცხადების თანახმად, ოთხ დღეში, რუსეთში დაბრუნებამდე ბომბდამშენები ნეიტრალური წყლების თავზე წვრთნებს ჩაატარებენ. ამ თვითმფრინავებს ატომური იარაღის ტარების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა რუსეთს საჰაერო ძალების წარმომადგენლის, ვლადიმირ დრიკის თქმით, ამჟამად ასეთი შეიარაღება თვითმფრინავებზე არ არის. ოთხშაბათს ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა თქვა, რომ ამ ოპერაციით განმტკიცდება სამხედრო კავშირები, და წინააღმდეგობა გაეწევა შეერთებული შტატების გავლენას რეგიონში.
XS
SM
MD
LG