Accessibility links

logo-print

გაეროს ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ


გაეროს ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ ორგანიზაცია სამშვიდობო მისიების

გაეროს ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ ორგანიზაცია სამშვიდობო მისიების
გაგზავნაზე მსჯელობს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. ამასთან, გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დასძინა, რომ გაერო საქართველოში ფაქტების მომძიებელი მისიის გაგზავნის პერსპექტივასაც განიხილავს. პარალელურად, დღეს ნატომ განაცხადა, რომ ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოს მომავალ კვირაში ეწვევა. ნატოს წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი, და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს კომისიას ჩაუყრიან საფუძველს. ამ კომისიის შექმნა თბილისთან კავშირების გამყარების მიზნით ალიანსმა საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG