Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი


სომხეთისთვის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი ვითარების არსებობა, განაცხადა დღეს,

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი ვითარების არსებობა, განაცხადა დღეს,
თბილისში ვიზიტით მყოფმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი.”ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა საქართველოში კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, შედეგს გამოიღებს,”- განაცხადა ნალბანდიანმა თავის ქართველ კოლეგასთან ეკა ტყეშელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ერევანი სიფრთხილით ეკიდება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.
XS
SM
MD
LG