Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს განაცხადი ორგანიზაციაში

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს განაცხადი ორგანიზაციაში

გაწევრიანების თაობაზე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯერ არ მიუღია. ამის თაობაზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ დღეს ‘’ინტერფაქსის’’ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაწევრიანების პროცედურის დაწყებამდე უნდა არსებობდეს განაცხადი და ამასთანავე ორგანიზაციის ყველა წევრმა სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი უნდა აღიაროს. ბორდიუჟას თქმით, ორგანიზაცია მზად არის ახალი წევრების მისაღებად, მაგრამ არ სურს დსთ-ს შეცდომების განმეორება, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო სიტყვიერად აღიარებს დსთ-ს იდეებს, თუმცა ამის იქეთ არ მიდის, რაც ორგანიზაციისთვის დამღუპველია. ორგანიზაციაში ამ ეტაპზე შედიან სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბარაფშმა გუშინ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთის მიერთებას დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან.
XS
SM
MD
LG