Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საქართველოში ჩრდილოანტლანტიკური საბჭოს სხდომა


ხვალ საქართველოში ჩრდილოანტლანტიკური საბჭოს სხდომა იწყება.

ხვალ საქართველოში ჩრდილოანტლანტიკური საბჭოს სხდომა იწყება.
თბილისს ეწვევიან ნატოს გენერალური მდივანი და ალინსის 26 წევრი ქვეყნის ელჩები. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება 19 აგვისტოს მიიღეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ნატოს პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატოს ელჩები იმსჯელებენ ალიანსის ძალისხმევის კოორდინაციაზე საქართველოში ომით გამოწვეული პრობლემების მოგვარების ხელშესაწყობად. იმსჯელებენ ასევე საქართველოს ძალისხმევაზე, განახორციელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სისტემის რეფორმები მომავალში ნატოში გასაწევრიანებლად მზადყოფნისთვის.
XS
SM
MD
LG