Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ ბრიუსელში იწყება ევროკავშირის საგარეო


ხვალ ბრიუსელში იწყება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა.

ხვალ ბრიუსელში იწყება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა.
ევროკავშირის ამ, "ზოგად საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს" სხდომაზე განიხილავენ საქართველოში მეთვალყურეების გაგზავნის საკითხს. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ხავიერ სოლანამ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საკმარისი დაპირებები მიიღო წევრი სახელმწიფოებისაგან იმისთვის, რომ შეიქმნას დამკვირვებელთა 200-კაციანი ჯგუფი, რომელიც საქართველოში განთავსდება. მანვე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი, დაპირებისამებრ, 10 ოქტომბრამდე გაიყვანს ჯარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარე ქართული ტერიტორიებიდან.
XS
SM
MD
LG