Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური უწყება აცხადებს, რომ


გაეროს ატომური უწყება აცხადებს, რომ მისი გამოძიება ირანში ატომური ბომბის

გაეროს ატომური უწყება აცხადებს, რომ მისი გამოძიება ირანში ატომური ბომბის
შესაქმნელად მიმდინარე გასაიდუმლოებული სამუშაოების ირგვლივ - როგორც ამას დაზვერვის მონაცემები მიანიშნებს - ჩიხში შევიდა, ვინაიდან ირანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. უკანასკნელ ანგარიშში ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აგრეთვე აცხადებს, რომ ირანი განაგრძობს გაეროს მოთხოვნების უგულებელყოფას, და არ წყვეტს ურანის გამდიდრებას. ანგარიშის თანახმად, ამჟამად ირანში 3,820 ცენტრიფუგა აწარმოებს ურანის გამდიდრებას, და კიდევ 2,000-ის დამონტაჟება მიმდინარეობს. შეერთებულმა შტატებმა ირანს დღეს მოუწოდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ახალი სანქციები დაუწესდება.
XS
SM
MD
LG