Accessibility links

logo-print

თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა


თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა,

თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა,
რომელზეც საქართველო-ნატოს კომისიის ინაუგურაცია შედგა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, დაგმო საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, და მათ ”არაპროპორციული” უწოდა. [სხეფერის ხმა]: ”ნატოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო. რუსეთის მიერ ძალის გამოყენება არაპროპორციული იყო, და რუსეთმა ახლა უნდა დაიცვას ყველა ის ელემენტი, რომელიც ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტის როლში მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ძალისხმევით შექმნილ ექვსპუნქტიან საზავო გეგმაში გათავლისწინებული - მათ შორის გასულ კვირაში მიღწეული შეთანხმება.” იააპ დე ჰოოპ სხეფერმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაღრმავდება ურთიერთობები, და ეს ახალი ფორმატი ასევე ითვალისწინებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას საქართველოში. სხეფერთან შეხვედრისას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა. ნატოს ხელმძღვანელს არ უთქვამს, გამოუყოფენ თუ არა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას - ”მაპს” - დეკემბერში დანიშნულ ნატოს სამიტზე.
XS
SM
MD
LG