Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს


იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს კვლავ განაცხადა,

იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს კვლავ განაცხადა,
რომ საქართველოსთვის ალიანსის კარი ღიაა, მასში გაწევრიანებისთვის ქვეყანამ კონკრეტული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს და რაც მთავარია, ნატოს ყველა წევრის მხარდაჭერა მოიპოვოს. ალიანსის სახელმწიფოებს შორის რომ კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს, ეს იაპ დე ჰოოპ სხეფერმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას დაადასტურა. კერძოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისადმი განსხვავებული პოზიციები არსებობს. იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ამ საკითხისადმი წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულებაზე 26-ივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებენ. მათი ერთიანობის მოსაპოვებლად კი - ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს რეფორმების გაგრძელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კურსის დაბრუნებას ურჩევს.
XS
SM
MD
LG