Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საფინანსო სექტორის გადასარჩენად შემუშავებული


აშშ-ის საფინანსო სექტორის გადასარჩენად შემუშავებული გეგმა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება.

აშშ-ის საფინანსო სექტორის გადასარჩენად შემუშავებული გეგმა ასობით მილიარდი დოლარი დაჯდება.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჰენრი პოლსონმა. პოლსონის განმარტებით, გეგმა ითვალისწინებს მთავრობის მიერ ბანკების იმ კრედიტების შესყიდვას, რომელთა დაფარვაც ბანკის კლიენტებს აღარ შეუძლიათ. სწორედ ასეთი კრედიტებია ამჟამინდელი საფინანსო კრიზისის მთავარი მიზეზი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესს მოუწოდა, დაამტკიცოს გეგმა.
XS
SM
MD
LG