Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გასულ წელს მთავრობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებების პატივისცემის საკითხში წინსვლა შეინიშნებოდა. კვლავაც იკლებდა რელიგიური უმცირესობების მიმართ ძალადობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევები. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ანგარიშში განსაკუთრებული წუხილია გამოთქმული ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე. ანგარიშის თანახმად, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, სადაც ტრადიციულად პატივს სცემენ რელიგიურ თავისუფლებებს, მთავრობებმა რელიგიის შესახებ მოქმედ კანონებში განახორციელეს "პრობლემური" საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საგრძნობლად ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებებს. უზბეკეთში ამკრძალავი კანონი მრავალი რელიგიური ჯგუფისთვის ართულებს ან საერთოდ შეუძლებელს ხდის ლეგალური სტატუსის მიღებას.

XS
SM
MD
LG