შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსეთს ბრალი დასდო მცირე დემოკრატიების მიმართ ძალადობასა და დაშინებაში.
მაგრამ, მისი თქმით, რუსეთი არ წარმოადგენს მსოფლიოსთვის ისეთ საფრთხეს, როგორსაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. ინგლისში, ოქსფორდში გამოსვლისას გეიტსმა თქვა, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა იმით აიხსნება, რომ მას სურს აკონტროლოს ე.წ. "ახლო საზღვარგარეთი" და ეს არის იდეოლოგიაზე დამყარებული მცდელობა, დომინირებდეს მთელ მსოფლიოში. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დაჰყვება საქართველოში ინტერვენციის გამო დასავლეთის მხრიდან ზეწოლას და არც საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.