Accessibility links

logo-print

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კურსებმა აიწია


მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კურსებმა აიწია მას მერე, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში,

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კურსებმა აიწია მას მერე, რაც შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკის გაჯანსაღების საქმეში,
რათა ათწლეულების მანძილზე უდიდესი ფინანსური კრიზისის შედეგები შეასუსტოს. პარასკევს შეერთებული შტატების, ევროპისა და რუსეთის ბაზრებზე კურსებმა მკვეთრად აიწია მაღლა მას მერე, რაც შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა კრიზისული გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ასეულობით მილიარდი დოლარის მოცულობის გაუსტუმრებელი ვალების შესყიდვას დაზარალებული ბანკებისგან. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დღეს გამოაცხადა, რომ მთავრობა კონგრესს სთხოვს, მისცეს მას უფლება, ორი წლის განმავლობაში შეისყიდოს 700 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალები, რომლების გასტუმრებასაც დაზარალებული ბანკები ვერ ახერხებენ. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თქმით, ამერიკის ეკონომიკა სერიოზული გამოწვევათა წინაშეა და მთავრობამ უპრეცედენტო ქმედებით უნდა უპასუხოს ამას.

XS
SM
MD
LG