Accessibility links

საქართველოს ათასწლეულის ფონდი "ემ-სი-ჯი" ხვალ


საქართველოს ათასწლეულის ფონდი "ემ-სი-ჯი" ხვალ ხელს მოაწერს 8,7 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულებას

საქართველოს ათასწლეულის ფონდი "ემ-სი-ჯი" ხვალ ხელს მოაწერს 8,7 მილიონი ლარის მოცულობის ხელშეკრულებას
საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ქართულ ერთობლივ საწარმო "ნიუ ენერჯი-თბილისი-საქჰიდროსთან". აღნიშნული კომპანია განახორციელებს მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციას 9 მონაკვეთზე. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში უკვე დასრულდა სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის ექვს უბანზე. ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზრდება საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოება და ენერგომომარაგების საიმედოობა და შემცირდება გაზსადენიდან არსებული ტექნიკური დანაკარგები.
XS
SM
MD
LG