Accessibility links

logo-print

კანონპროექტი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", მთელ


კანონპროექტი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", მთელ რიგ ზომებთან ერთად,

კანონპროექტი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", მთელ რიგ ზომებთან ერთად,
ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვასაც. როგორც პროექტის სამუშაო ვარიანტშია ნათქვამი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული იქნება ნებისმიერი სახელმწიფოს, კერძო სამართლის იურიდიული ან ფიზიკური პირის რამდენიმე სახის ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობა. კერძოდ, კაპიტალდაბანდება, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას; აგრეთვე, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსება. გარდა ამისა, აიკრძალება ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, გრანტისა და სესხის გაცემა, საქონლისა და მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება დაშვებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმიანობის მიზანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის ჰუმანიტარული დახმარება, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიეული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG