Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოთხი


სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოთხი კატარღა ფოთში მუდმივი ბაზირების ადგილას დაბრუნდა.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოთხი კატარღა ფოთში მუდმივი ბაზირების ადგილას დაბრუნდა.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ცნობით, მუდმივი ბაზირების ადგილზე კატარღები ჩავიდნენ ბათუმიდან, სადაც გაიმართა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ერთობლივი ტაქტიკური წვრთნა - "ბათუმი 2008". წვრთნა ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საზღვაო ოპერაციების ჩატარების ტაქტიკური ელემენტების შესრულებისა და დახვეწის ამოცანებს მოიცავდა. სწავლებაში სანაპირო დაცვის რვა მცურავი საშუალება მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG