Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა დელეგაციის


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა დელეგაციის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელთა დელეგაციის
ხელმძღვანელის ლუკ ვან დერ ბრანდეს შეფასებით, აგვისტოს სამხედრო მოქმედებებისას ადამიანის ძირითადი უფლებები რუსეთმაც და საქართველომაც დაარღვიეს. ასამბლეის დელეგაციამ რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატებს მოუწოდა, სიმართლის დასადგენად საგამოძიები კომისია შექმნან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კომისია საქართველოშიც უნდა მუშაობდეს. ამასთან, ლუკ ვან დერ ბრანდეს განცხადებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას საერთაშორისო კომისიაც, რომელიც დაადგენს, თუ სინამდვილეში რა მოხდა სამხრეთ ოსეთში.
აგვისტოს მოვლენებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოსკოვში, თბილისსა და ცხინვალში ვიზიტების დასრულების შემდეგ შეაფასებს. დღეს დელეგაცია მოსკოვიდან გაემგზავრება მიუნხენში, იქიდან კი ის თბილისში ჩავა.
XS
SM
MD
LG