Accessibility links

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე


დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტი

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აგვისტოს მოვლენებსა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებზე ისაუბრებს. . სესია გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გახსნა. ასამბლეას სიტყვით მიმართეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ. ჯორჯ ბუში გამოსვლაში საქართველოს საკითხსაც შეეხო: [ბუშის ხმა]: "უნდა გავერთიანდეთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერის საქმეში. გაეროს ქარტია ითვალისწინებს თანასწორ უფლებებს დიდი და პატარა სახელმწიფოებისთვის. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმა ამ დებულების დარღვევა იყო. მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიები აკვირდებიან იმას, თუ რა პასუხს გავცემთ ამ გამოცდას. შეერთებული შტატები თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის კავშირი და ნატო, რათა დაცულ იქნეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაწეულ იქნეს ჰუმანიტარული დახმარება. და ჩვენი ქვეყნები მომავალშიც განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას."
გაეროს გენერალური ასამბლეის დებატები რამდენიმე მწვავე საკითხის ირგვლივ იმართება. საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან ერთად, ნიუ-იორკში მსჯელობენ მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მასშტაბურ რყევებზე, ისლამაბადში, სასტუმრო ”მერიოტში” რამდენიმე დღის წინ მომხდარ თავდასხმაზე, თუ ირანის ატომური პროგრამის რეალური მიზნებზე.
XS
SM
MD
LG