Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური


საქართველოს შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში

საქართველოს შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში
შეხვედრა გამართეს 2007-2011 წლების პერიოდში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნების - ესპანეთის, ფინეთის, საბერძნეთის, ყაზახეთის და ლიტვის - საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრაზე, რომელიც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ სტუბის ინიციატივით გაიმართა, იმსჯელეს საქართველოში ეუთოს მუშაობაზე, და აღნიშნეს, რომ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზავის მიღწევაში. ხუთი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ეუთომ უნდა განაგრძოს აქტიური როლის შესრულება საზავო შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, მინისტრების გადაწყვეტილებით, ეუთომ გაეროსთან და ევროკავშირთან შეთანხმებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გრძელვადიან მოგვარებაზეც უნდა იმუშავოს.
XS
SM
MD
LG