Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს საომარი მოქმედებების


საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს საომარი მოქმედებების გაანალიზების საფუძველზე აპირებს

საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს საომარი მოქმედებების გაანალიზების საფუძველზე აპირებს
ცვლილებები შეიტანოს უსაფრთხოების კონცეფციასა და სამხედრო დოქტრინაში.”სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან განხილული არ იყო, როგორც მაღალი ალბათობის მქონე საფრთხე,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, ”განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს საფრთხე უკვე შედგა, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს უსაფრთხოების კონცეფციაც და თავდაცვის დაგეგმარებაც ამ საკითხებთან მიმართებაში”.
ახალი ამბების სააგენტო ”სივილ-ჯორჯია” იუწყება, რომ ცვლილებების განხორციელების კონკრეტული დრო ჯერ-ჯერობით უცნობია - და რომ სავარაუდოდ, ძირითადი აქცენტები თავდაცვით მიმართულებებზე გააკეთდება.
XS
SM
MD
LG