Accessibility links

logo-print

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ


ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის აგენტები

ჩეხეთის კონტრდაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი რუსეთის აგენტები
ცდილობენ გაზარდონ საზოგადოების წინააღმდეგობა ქვეყანაში შეერთებული შტატების ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების მიმართ. ყოველწლიურ ანგარიშში სამსახური ამბობს, რომ იმ სარადარო სისტემის შესახებ, რომლის აგებასაც პრაღის სიახლოვეს შეერთებული შტატები გეგმავს, რუსეთის აგენტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკოსებთან და მას მედიასთან იყვნენ კავშირში. რუსეთი აცხადებს, რომ ანტი-სარაკეტო სისტემა ძალების ბალანსს არღვევს, და ამას საკუთარი ეროვნული ინტერესების ხელყოფად წარმოაჩენს. ჩეხეთის მთავრობამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მაგრამ ახლა მისი რატიფიკაცია პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
XS
SM
MD
LG