Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს კვლავ სურს, რომ მეთვალყურეები


ეუთოს კვლავ სურს, რომ მეთვალყურეები განალაგოს როგორც ცხინვალის რეგიონის მიმდებარე რაიონებში, ასევე უშუალოდ კონფლიქტის ზონაში.

ეუთოს კვლავ სურს, რომ მეთვალყურეები განალაგოს როგორც ცხინვალის რეგიონის მიმდებარე რაიონებში, ასევე უშუალოდ კონფლიქტის ზონაში.
ამის თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მსვლელობისას ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა. ალექსანდრ სტუბის ცნობით, ამ საკითხზე ის ნიუ-იორკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა. ეუთოს თავმჯდომარის განცხადებით, მეთვალყურეთა გაგზავნაზე ორგანიზაცია მუშაობას განაგრძობს და გარკვეული დადებითი ნიშნები, მათ შორის მოსკოვიდან, უკვე არსებობს. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკება საქართველოში ეუთოს 80 მეთვალყურის განლაგების შესახებ გასულ კვირაში რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
XS
SM
MD
LG