Accessibility links

სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან


სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართა მრგვალი მაგიდა

სახალხო დამცველმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართა მრგვალი მაგიდა
საპარლამენტო ოპოზიციისა და ექსპერტების მონაწილეობით.
სოზარ სუბარის განცხადებით, აგვისტოს მოვლენების გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა იკისროს. სუბარი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს და საკუთარ აზრს სცემს პატივს, დაკარგა სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რითაც ისარგებლა რუსეთმა და შეასრულა ტერიტორიების მიტაცების, დიდი ხნის წინ დაგეგმილი, მზაკვრული გეგმა. საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის უმთავრეს მიზეზად სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად არღვევს ადამიანის უფლებებს. სუბარის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებები განუწყვეტლივ ირღვევა ყველა სფეროში და ამას სისტემატიური ხასიათი აქვს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გარდა, "მრგვალი მაგიდის" თემას ასევე საარჩევნო პროცესები, სამართლებრივი გარემო და მედიის თავისუფლება წარმოადგენდა. სახალხო დამცველის ამ შეფასებებს არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იზიარებენ.
XS
SM
MD
LG