Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაიმართა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და


აშშ-ში გაიმართა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების პირველი დებატი,

აშშ-ში გაიმართა პრეზიდენტობის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატების პირველი დებატი,
რომელიც, უმეტესწილად, საგარეო პოლიტიკის საკითხებს მიეძღვნა. ჯონ მაკკეინმა და ბარაკ ობამამ იკამათეს აშშ-ის პოლიტიკაზე ირანსა და ერაყში, მიუთითეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. დებატი მისისიპის უნივერსიტეტში გაიმართა და პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცა. შეკითხვას რუსეთის შესახებ ობამამ უპასუხა, რომ რუსეთი “ძალიან აგრესიულია” და საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში საქართველოსთან ომის შემდეგ. მაკკეინმა კი რუსეთი მოიხსენია ენერგიის ექსპორტით გაძლიერებულ ქვეყნად, რომელსაც "კაგებეს აპარატჩიკები" მართავენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი მიემხრო ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. აზრთა სხვაობა კი გამოითქვა ირანისა და ერაყის საკითხების განხილვისას.
XS
SM
MD
LG