Accessibility links

logo-print

ჩინელი ასტრონავტი ძაი ძიანი ღია


ჩინელი ასტრონავტი ძაი ძიანი ღია კოსმოსში გავიდა, რაც ღია კოსმოსში პირველი გასეირნებაა

ჩინელი ასტრონავტი ძაი ძიანი ღია კოსმოსში გავიდა, რაც ღია კოსმოსში პირველი გასეირნებაა
ჩინეთის კოსმოსური კვლევის ისტორიაში. სახელმწიფო მასმედიის ცნობით, ასტრონავტი მშვიდობიანად დაბრუნდა ხომალდში მას შემდეგ, რაც 13 წუთი დაჰყო გარეთ. ღია კოსმოსში გასეირნება ჩინეთის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადასცა. საქმე ეხება კოსმოსურ ხომალდ "შენზუ VII"-ის 68-საათიანი მისიის კულმინაციას. ასტრონავტების პირველი მისია ჩინეთმა 2003 წელს გაუშვა კოსმოსში. ახლა რიგით მესამე მისია მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG