Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სერგეი


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სერგეი ლავროვმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სერგეი ლავროვმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა
- მას “უნიპოლარული” უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ მოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციების გაუთვალისწინებლად. ლავროვმა აშშ დაადანაშაულა 2003 წელს ერაყში ყალბი საბაბით შეჭრაში და გამოთქვა შეფასება, რომ ერაყში ინტერვენციამ ზიანი მიაყენა ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ სოლიდარობას, რომელიც წარმოიშვა 2001ი წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერაქტების შემდეგ. ლავროვის გამოსვლის დიდი ნაწილი, როგორც მოსალოდენლი იყო, საქართველოს საკითხს დაეთმო: მან თბილისი წარმოსახა აგრესორად და დასძინა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო ერთადერთი გზა ამ ხალხების გადასაჩრენად. [ლავროვის ხმა] “ახლა ეს პრობლემა დახურულია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მომავალი საიმედოდ არის დაცული სოხუმთან და ცხინვალთან მოსკოვის ხელშეკრულებებით, ხოლო მედვედევ-სარკოზის გეგმის განხორციელებით - რასაც ჩვენ მტკიცედ ვიცავთ - ამ ორი რესპუბლიკის გარშემო ვითარება საბოლოოდ უნდა იქნეს სტაბილიზებული. ვფიქრობ, უკვე ყველა დაიღალა სტატისტის როლით საქართველოს რეჟიმთან, რომლის სიტყვებშიც იოტისოდენა სიმართლეც კი არ არის და რომლის საგარეო-პოლიტიკური მოქმედებებიც მიმართულია მსოფლიოში კონფრონტაციის პროვოცირებისაკენ, საკუთარი ამოცანების გადასაჭრელად, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო არც ქართველი ხალხის ინტერესებთან და არც კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებთან”.
XS
SM
MD
LG