Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო მორიგი


გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია ირანის შესახებ. რეზოლუცია არ მოიცავს ახალ სანქციებს,

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია ირანის შესახებ. რეზოლუცია არ მოიცავს ახალ სანქციებს,
მაგრამ მოითხოვს, რომ ირანმა სრული მასშტაბით და გადაუდებლად შეასრულოს წინა რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეწყვეტის თაობაზე. გაეროში აშშ-ის ელჩ ზალმაი ხალილზადის განცხადებით, რეზოლუცია აჩვენებს, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეუძლიათ იმუშაონ რუსეთთან ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე მიუხედავად უთანხმოებისა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო. გაეროში აშშ-ის ელჩის თქმით: [ხალილზადის ხმა] “საქართველოზე თავდასხმა, ჩვენი აზრით, შეუსაბამო იყო. ჩვენ ეს ძალიან მკაცრად დავგმეთ. მაგრამ იმავდროულად დღეს ვნახეთ, რომ - მაშინ როცა ამ საკითხში რუსეთთან ფუნდამენტური უთანხმოება გვაქვს - შეგვიძლია ვიმუშაოთ საერთო ინტერესების საკითხებზე, როგორიცაა ირანის ბირთვული პროგრამა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი კვლავაც პრობლემად აღიქვამს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობას”. გაეროში ირანის მისიამ ამ რეზოლუციას არაკონსტრუქციული უწოდა და მიანიშნა, რომ ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების შეწყვეტას. თეირანი ირწმუნება, რომ მისი ატომური პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG