Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო


ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები დაიხურა

ბელორუსიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები დაიხურა
ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე). პირველი შედეგები ხვალ დილისთვისაა მოსალოდნელი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლიდია იერმოშინას განცხადებით, არჩევნებში მონაწილეების რაოდენობა ნაშუადღევს ელექტორატის 50 პროცენტზე მეტს შეადგენდა. პრეზიდენტ ლუკაშენკას რეჟიმმა დაუშვა 70 ოპოზიციონერი კანდიდატის მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელმაც 100-ადგილიანი პარლამენტის შემადგენლობა უნდა გაარკვიოს. მაგრამ ოპოზიციის ლიდერები მაინც გამოთქვამენ კრიტიკას. ოპოზიციონერმა ალექსანდერ კაზულინმა კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევნებთან მიმართებით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები ზედაპირულია და არ ცვლის ძირითად პრობლემებს. ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს, მაგალითად, ის გარემოება, რომ მას წარმომადგენლები არ ჰყავს ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში, რომლებიც ბიულეტენებს დაითვლიან.
XS
SM
MD
LG