Accessibility links

დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის


დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა

დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა
განაცხადა, რომ რუსეთის შემდგომი უფლებამოსილების საკითხის განხილვა კვლავ ძალაშია. მან დეპუტატთა ერთი ნაწილის ინიციატივა განსახილველად მონიტორინგის და რეგლამენტის კომიტეტებს გაუგზავნა. საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24-მა დეპუტატმა საქართველოში რუსეთის მოქმედების გამო, მისი უფლებამოსილების გადახედვა ცამეტ სექტემბერს მოითხოვა. დღეს გაირკვა, რომ ორმა დეპუტატმა ხელმოწერა გაიწვია, თუმცა, საკითხის განსახილველად მინიმუმ 20 ხელმოწერაა საჭირო და ეს რაოდენობა ამჟამადაც არსებობს.
XS
SM
MD
LG