Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის


აშშ-ის სენატმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის

აშშ-ის სენატმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების დაუყოვნებლივ შესრულება მოსთხოვა და მოუწოდა, რომ მომავალში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრისას, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. სენატის მიერ ერთხმად დამტკიცებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამ ორი რეგიონის სტატუსის მოსაძებნად აშშ-მა, ევროპამ, გაერომ და ეუთომ უნდა იმუშაონ. ამავე რეზოლუციის თანახმად, მიუხედავად აგვისტოს კონფლიქტის მიზეზებისა, რუსეთმა სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ არაპროპორციული სამხედრო ძალა გამოიყენა. ამასთან, აშშ-ის სენატი აღნიშავს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს გარკვეულ სფეროებში საერთო ინტერესები აქვთ, რაც შესაძლოა, ურთიერთობის გაუმჯობესების საფუძვლად იქცეს.
XS
SM
MD
LG