Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის


საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის

საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის
კიდევ ერთი მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეებს "კონტროლის პალატის შესახებ" კანონპროექტის შემუშავების დაჩქარება დაავალა.
პარლამენტის თავმჯდომარე "ახალი ველოსიპედის" გამოგონების მომხრე არ არის და ამბობს, რომ შესაძლებელია შესწავლილი იყოს მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება და იქ რომელიმე აპრობირებული კანონმდებლობის ქართულ რეალობასთან მორგება.
ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, გაიზრდება კონტროლის პალატის ანგარიშვალდებულება როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციის მიმართ.
კანონმდებლობის შეცვლაზე ოპოზიცია და უმრავლესობა ზაფხულში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG