Accessibility links

თურქეთის პარლამენტმა თურქეთ-საქართველოს


თურქეთის პარლამენტმა თურქეთ-საქართველოს

თურქეთის პარლამენტმა თურქეთ-საქართველოს
შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გურგენიძემ აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა და განაცახდა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თურქული ბაზარი ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია.
მისი თქმით, გარდა ამისა, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის დელეგაცია, რომელიც ასევე ვაჭრობის საკითხებზე იმუშავებს. ამერიკის მხრიდან არსებობს ინიციატივა, რომ ამერიკის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეცვლა გაუმჯობესდეს.
დელეგაცია ასევე ჩაატარებს სემინარს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა მათ უკეთ დაანახონ მსოფლიო ბაზარზე არსებული შესაძლებლობები. "გასულ პარასკევს ბრიუსელში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ამერიკის დელეგაციაც ესწრებოდა. მთავარი თემა თავისუფალი ვაჭრობის საკითხი იყო. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე რაც შეიძლება თავისუფალი წვდომა, რადგან ექსპორტის ზრდა არის ის, რაც დამატებით სტიმულს შესძენს ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG