Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის


პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის
შეფასებით, უშუალოდ კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგების გარეშე, ევროკავშირის მისია კარგავს იმ მთავარ ფუნქციას, რისთვისაც მისი მანდატით უცხოელი დამკვირვებლები ჩამოდიან.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, ევროკავშირის მიზანს სწორედ საქართველოს კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს.
მისი თქმით, პოლიტიკური შეთანხმება, რომ ევროკავშირის მანდატით დამკვირვებლები უშუალოდ კონფლიქტის ტერიტორიებზე შევიდნენ, უკვე არსებობს და ახლა მუშაობა ტაქტიკური მიმართულებით მიმდინარეობს. კერძოდ, თუ როგორი ფორმით უნდა მოხდეს მათი შესვლა და განლაგება ცხინვალსა და აფხაზეთში.
პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ როგორც ქართული მხარის, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობის გეგმაა, რომ ეს ეტაპობრივად განხორციელდეს და ევროკავშირის დამკვირვებლები თავდაპირველად კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი უშუალოდ კონფლიქტის ზონებში განლაგდნენ.
XS
SM
MD
LG