Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკის კანონმდებლები განაგრძობენ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობას,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ამერიკის კანონმდებლები განაგრძობენ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობას,
რომლის მიზანია შეერთებული შტატების საფინანსო სისტემის გადარჩენა. გუშინ წარმომადგენელთა პალატამ უკუაგდეს 700 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი, რომელიც დაზარალებული ბანკების ვალების გამოსყიდვისთვის იყო გამიზნული. ბუშმა გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია კანონპროექტის ჩავარდნით. მან მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, უარყოფითი შედეგები ყოველდღე იმატებს, სანამ გეგმა არ იქნება დამტკიცებული. "ჩვენი ეკონომიკა მთავრობის აქტიურ მოქმედებაზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწრაფად მივხედავთ ამ პრობლემას, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის კურსს. არჩეულ ლიდერებს ეს ვალდებულება აქვთ ამერიკელი ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევთ," თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.


XS
SM
MD
LG