Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელიც აგვისტოს მოვლენებზე მომზადდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში, რომელიც აგვისტოს მოვლენებზე მომზადდა
ნათქვამია, რომ საქართველოში რუსეთის მოქმედება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამავე პროექტით, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ უყრის კენჭს, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად არის შეფასებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთმა არ შეასრულა ჰააგის კონვენციით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც სახმელეთო ომისას მარადიორობის და მართლწესრიგის დარღვევის აღკვეთას და საკუთრების დაცვას ითვალისწინებს. ამიტომ რუსეთი სრულადაა პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო იმ ტერიტორიაზე, რომელიც მის ფაქტობრივ კონტროლს ექვემდებარება, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
XS
SM
MD
LG