Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა აშშ-ის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა აშშ-ის სენატს მოუწოდა, დაამტკიცოს საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა აშშ-ის სენატს მოუწოდა, დაამტკიცოს საფინანსო კრიზისის მოსაგვარებლად
შემუშავებული გეგმა, რომელიც საფინანსო სექტორისთვის 700 მილიარდი დოლარის მიწოდებას ითვალისწინებს. ბუშმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა რწმენა, რომ სენატი დღეს მხარს დაუჭერს ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ გეგმას. პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი ვაშინგტონში დაბრუნდნენ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად. ჯორჯ ბუშის თქმით, კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში ხვალ გაიმართება. პრეზიდენტის თქმით, საფინანსო სექტორის დასახმარებლად 700 მილიარდი დოლარის მომცველი გეგმა თავდაპირველი პროექტის გაუმჯობესებული ვარიანტია. წინა პროექტი წარმომადგენელთა პალატაში ორშაბათს უარყვეს.
XS
SM
MD
LG