Accessibility links

ესპანეთში დაკავებული რუსული მაფიური ჯგუფის


ესპანეთში დაკავებული რუსული მაფიური ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ “იყიდეს” უეფას თასი,

ესპანეთში დაკავებული რუსული მაფიური ჯგუფის წევრები ირწმუნებიან, რომ “იყიდეს” უეფას თასი,
რომელიც წელს პეტერბურგის "ზენიტს" ერგო. ამის შესახებ ესპანეთის მასმედია იუწყება. "ზენიტმა" მაისში, ფინალურ შეხვედრაში სძლია "გლაზგო რეინჯერსს" ანგარიშით 2:0 მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა ფავორიტი - მიუნხენის "ბაიერნი". ესპანეთში გაზეთ ABC-ს ცნობით, გავლენიანი რუსული მაფიური ჯგუფის ლიდერი, გენადი პეტროვი ირწმუნება, რომ ნახევარფინალსა და ფინალში რუსული გუნდის გამარჯვების გასანაღდებლად, 20-40 მილიონამდე ევრო გადაიხადა. გაზეთ "ელ პაისის" ცნობით კი, პეტროვს ტელეფონით საუბრის დროს ნათქვამი აქვს, რომ მიუნხენის გუნდს 50 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით უეფა გამოძიების ჩატარებას აპირებს.
XS
SM
MD
LG