Accessibility links

logo-print

უცნობმა პირებმა სოფელ ოტრევის მიმდებარე


უცნობმა პირებმა სოფელ ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ჩაცხრილეს

უცნობმა პირებმა სოფელ ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანაში ჩაცხრილეს
ოსური შეიარაღებული ფორმირებების წევრები. ამ ცნობას საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსი" ავრცელებს. ოსები ცხინვალის რაიონის სოფელ ოტრევიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიდიოდნენ. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ოსები ერთ-ერთი ქართული სოფლის გაძარცვას აპირებდნენ.
XS
SM
MD
LG