Accessibility links

საქართველოში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის


საქართველოში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის

საქართველოში რუსეთის ინტერესებს შვეიცარიის
საელჩო წარმოადენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მზადყოფნა თავად შვეიცარიის მთავრობამ გამოთქვა და ეს მზადყოფნა 2 ოქტომბერს გაფორმდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილებით.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი დაეხმარება რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რასაც დარტყმა მიაყენა ქართული მხარის გადაწყვეტილებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.
”იმ პირობებში, როცა ორი ქვეყნის საელჩო ოფიციალურად ითვლება დახურულად, იურიდიულად შეუძლებელი გახდა მრავალი საკითხის, მათ შორის საკონსულო და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა,”- აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები სექტემბრის დასაწყისში რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ გაწყვიტა, თუმცა შეინარჩუნა საკონსულო სამსახური რუსეთში იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით. რუსეთმა საელჩო თბილისში 3 სექტემბერს დახურა.
XS
SM
MD
LG