Accessibility links

logo-print

პარიზში ევროპის ქვეყნების ლიდერთა


პარიზში ევროპის ქვეყნების ლიდერთა

პარიზში ევროპის ქვეყნების ლიდერთა
საგანგებო შეხვედრა გაიმართა მსოფლიო საფინანსო კრიზის გამო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მასპინძლობს თავის კოლეგებს, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს და ევროპის ერთიანი სავალუტო ზონის თავმჯდომარეს. შეხვედრის მიზანი იყო, ევროპის საერთო ვალუტის სტაბილიზების ზომებზე შეთანხმება. შეიმუშავეს საფინანსო პოლიტიკის სტანდარტები მომავალში. საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკურად უდიდესი ქვეყნები ერთობლივად იმუშავებენ საფრთხეში მყოფი საფინანსო ინსტიტუტების მხარდასაჭარედა, მაგრამ არ შექმნიან ერთიან ფონდს ამისათვის. გუშინ აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ქვეყნის ეკონომიკისთვის დახმარების, 700 მილიარდი დოლარის ოდენობის გეგმა.
XS
SM
MD
LG