Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ოფიციალური თბილისი რუსეთს ადანაშაულებს, ცხინვალი კი - თბილისს


3 ოქტომბერს ცხინვალში ტერორისტულ აქტის დროს, რომელიც სამშვიდობო ძალების შტაბთან განხორციელდა დაღუპულებს შორისაა






რუსეთის ეგრეთ წოდებული მშვიდობის დამყარების ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ივან პეტრიკი.. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიხაილ მინძაევის განცხადებით, დანაღმული ავტომანქანა პირდაპირ პეტრიკის სამუშაო კაბინეტის ფანჯარასთან აფეთქდა და რუსი სამხედრო ჭურვის ნამსხვრევმა საკუთარ კაბინეტშივე შეიწირა. მინძაევმა დღეს განაცხადა,ცხინალში აფეთქების მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა 11-მდე, დაიღუპა 8 სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი. მანამდე იუწყებოდენენ, რომ 7 სამხედრო დაიხოცა. რომ ცხინვალში მომხდარი აფეთქების გამო ოფიციალური თბილისი რუსეთს სდებს ბრალს, რუსეთი და ცხინვალი კი - თბილისს.. მინდა ამ ბრალდებებთან დაკავშირებით გესაუბროთ.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხინვალში მომხდარ აფეთქებას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ პროვოკაციად განიხილავს - პროვოკაციად, რომლის მიზანიც უნდა იყოს კონფლიქტის ზონის მიმდებარე რაიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის გაჭიანურება.

საზავო შეთანხმების თანახმად, ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონები რუსეთის ჯარებმა 10 ოქტომბრისთვის უნდა დატოვონ. ამ პროცესის დასრულების მოლოდინში კი, პროვოკაციები კონფლიქტის ზონაში საქართველოს მხარის ინტერესებში არ შედის, - აცხადებენ საქართველოს ხელისუფლებაში... სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 3 ოქტომბრამდე გაცილებით ადრე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის დასრულების ბოლო სავალდებულო თარიღამდე კონფლიქტის ზონაში პროვოკაციების რისკი გაიზრდებოდა..

უკვე 3 ოქტომბერს ცხინვალში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ისევ იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარე არ უნდა აჰყვეს პროვოკაციებს.
” ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, რათა თავიდან ავიცილოთ სამხედრო პროვოკაცია, დაველოდოთ 10 ოქტომბერს და ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება ამ დროისთვის”, - განაცხადა მან.


იმისდა მიუხედავად, არის თუ არა საქართველოს ინტერესში არ აჰყვეს კონფლიქტის ზონებში პროვოკაციებს, ოსებიც და რუსებიც 3 ოქტომბრის აფეთქებაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ.. ამ ბრალდების გასამყარებლად რუსეთის პრესა იმოწმებს რუსი გენერლის, კულახმეტოვის, განცხადებას, რომლის თანახმადაც, პარასკევს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ დიცში, დაკავებული იქნა 2 ავტომანქანა, რომლებითაც 4, სავარაუდოდ, ქართველი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე მოძრაობდა. ამავე მანქანებში აღმოჩენილ იქნა იარაღი.. კულახმეტოვის განცხადებით, ” დაკავებულები ცხინვალში იქნენ გადაყვანილი, ერთ-ერთი მანქანის შემოწმებისას კი ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა .”

შეგახსენებთ სულ ცოტა ხნის წინ სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურთან მომხდარ აფეთქებას, რაც უშიშროების სამსახურის შენობასთან მდგარ ჟიგულის მარკის ავტომანქანაში დამონტაჟებული მექანიზმის ამუშავებას მოჰყვა. მსხვერპლი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საამისო მტკიცებულებები არ არსებობდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოძიების დაწყებისთანავე მომხდარში საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა და თან განმარტა, რომ პროვოკაციებით აფხაზეთში მხოლოდ და მხოლოდ საქართველო შეიძლება იყოს დაინტერესებული და სხვა არავინ..

მაგრამ ახლახან ნიშანდობლივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ზუგდიდში, სადაც რუსი სარდალი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების სამხრეთი ზონისა, პოლკოვნიკი რაგოზინი, ნასვამ მდგომარეობაში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულონში სპეცოპერაციის ჩატარებით დაიმუქრა.. რაგოზინი ირწმუნებოდა, რომ სოფელ ფახულონში რუსებმა 100 ქართველი სპეცრაზმელი შეამჩნიეს.. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საქმეში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერია. სოფელ ფახულონში ერთობლივი მონიტორინგი ჩატარდა. მასში მონაწილეობა რუსებმაც მიიღეს. ვერც სოფელში და ვერ სოფლის მიმდებარე ტყეებში ქართველი სპეცრაზმელები ვერავინ აღმოაჩინა.

და ბოლოს, ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ოსი სეპარატისტების მიერ 35 დღის წინ ტყვედ აყვანილმა საჩხერის რაიონის სოფლების მკვიდრმა 4-მა ქართველმა - რომან ქიმაძემ, ალიკა ქიმაძემ, გია გულიაშვილმა და იმედა ტაბატაძემ - ტყვეობას თავი გაქცევით დააღწია..

[ ერთ-ერთი ტყვის ხმა} ”პატარა ფანჯარა იყო, ნარუშნიკი დაგვადო და, ეტყობა, დასალევად წავიდა. ფანჯრიდან გამოვიქეცით, ოთხი დღე მოვდიოდით და ჩამოვედით ქართულ სოფელში. ”

იყო შეთანხმება, რომ ეს ხალხი ოსებს და რუსებს საქართველოს მხარისთვის უპირობოდ უნდა გადმოეცათ... 4 ქართველის ისტორია ადასტურებს ამ შეთანხმების დარღვევას.. მოსახლეობაში გავრცელებული ცნობებით, ცხინვალში კიდევ რჩებიან ქართველი მძევლები.










XS
SM
MD
LG