Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთმა გერმანელმა და ორმა ფრანგმა


ერთმა გერმანელმა და ორმა ფრანგმა მეცნიერმა გაიყო დღეს მედიცინის დარგში ნობელის პრემია

ერთმა გერმანელმა და ორმა ფრანგმა მეცნიერმა გაიყო დღეს მედიცინის დარგში ნობელის პრემია
ცალ-ცალკე აღმოჩენებისთვის შიდსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სფეროებში. შვეციის ნობელის პრემიის ჟიურიმ ლაურეატად დაასახელა გერმანელი ჰარალდ ცურ ჰაუზენი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. ფრანგები, ფრანსუა ბარ-სინუსი და ლუკ მონტანიე, შიდსის გამომწვევი ვირუსის აღმოჩენისთვის დაჯილდოვდნენ. სამი მეცნიერი გაიყოფს პრემიას, რომელიც 1,4 მილიონ დოლარს შეადგენს. მედიცინა პირველი დარგია, რომელშიც ყოველ წელს გაიცემა ნობელის პრემიები. ჯილდო 1901 წელს დაწესდა დინამიტის გამომგონებლისა და ბიზნესმენის, ალფრედ ნობელის ნების თანახმად.
XS
SM
MD
LG